ახალი ამბები

კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა კიდევ ერთმა ადამიანმა მოუგო

21 ივნისი, 2023 • 1449
კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა კიდევ ერთმა ადამიანმა მოუგო

კულტურის სამინისტროს სასამართლო დავა სამსახურიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა მოუგო. ამის შესახებ ინფორმაციას მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ავრცელებს.

საუბარია თბილისის ისტორიის მუზეუმის დროებითი გამოფენების ხელმძღვანელზე, ლიკა მამაცაშვილზე.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ცნობით, სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ლიკა მამაცაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ბათილად ცნო ბრძანება, რომლითაც ის სამსახურიდან გათავისუფლდა, ასევე, ეროვნულ მუზეუმს დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ამასთან, ეროვნულ მუზეუმს ლიკა მამაცაშვილის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 1800 ლარის ანაზღაურება.

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, ეს უკვე მე-11 სასამართლო პროცესია, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემიდან უკანონოდ და რეპრესიულად გათავისუფლებულმა ადამიანებმა მოიგეს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინააღმდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი