სამხედროს, რომელსაც ორფოლოს პოლიგონზე გეგმური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა, გარდაიცვალა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს.
საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე რამდენიმე დღის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.