ახალი ამბები

“მაკდონალდსმა” წაშალა განცხადება, სადაც ბოდიშს იხდიდა ელტონ ჯონზე ბროშურის გამო

16 ივნისი, 2023 •
“მაკდონალდსმა” წაშალა განცხადება, სადაც ბოდიშს იხდიდა ელტონ ჯონზე ბროშურის გამო

განახლება[15:08]: “მაკდონალდსმა” ელტონ ჯონზე ეს განცხადება წაშალა, მეორე განცხადება გაავრცელა და ამჯერად მრავალფეროვნებას დაუჭირა მხარი

„მაკდონალდს საქართველოს“ ადმინისტრაცია ბოდიშს იხდის Happy Meal-ის სასაჩუქრე მენიუში ელტონ ჯონისადმი მიძღვნილი ბროშურის გამო, რომელიც მომღერლის ბიოგრაფიას მოგვითხრობს და მათ შორის აღწერს მისი ცხოვრების ქორწინების ეტაპსაც: „[ელტონ ჯონი] დაქორწინდა და მეუღლესთან, დევიდთან და ორ ვაჟთან ერთად შექმნა ოჯახი, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა“.

მობოდიშების წერილი კომპანიის ადმინისტრაციამ დღეს, 16 ივნისს გაავრცელა.

მანამდე Happy meal-ის სასაჩუქრე მენიუს ბროშურაში ცნობილი პოპ-ვარსკვლავის ბიოგრაფიის გამო „მაკდონალდს საქართველო” მმართველი პარტიის დეპუტატებმა გააკრიტიკეს და ის „ამაზრზენ“ ლგბტ პროპაგანდად“ შერაცხეს.

“მაკდონალდს საქართველოს” ადმინისტრაციამ დღევანდელ განცხადებაში განმარტა, რომ Happy Meal Readers-ის პროგრამის ფარგლებში გამოიცა ლიცენზირებული წიგნი „პატარა ადამიანები, დიდი მიზნები“, რომელიც მსოფლიოს ყველა “მაკდონალდსში” იდენტური შინაარსით გავრცელდა:

“აღნიშნული გამოცემა ლიცენზირებულია, რაც კრძალავს თარგმნისას შინაარსის რაიმე სახით შეცვლას. სწორედ ამ მიზეზით ორიგინალი ვერსიის ქართულად თარგმნისას და რედაქტირებისას, სამწუხაროდ, „მაკდონალდს საქართველოს“ აღმასრულებელი გუნდის შეცდომის შედეგად, ჯეროვნად არ იქნა გათვალისწინებული კონტექსტი და მოხდა შინაარსის პირდაპირ და უხეშად კოპირება”, — ნათქვამია განცხადებაში.

“მაკდონალდს საქართველო” ასევე აცხადებს, რომ წიგნის გამოცემის სრულ პროცესზე, მათ შორის თარგმნაზე, რედაქტირებასა და კონტექსტზე მხოლოდ “მაკდონალდს საქართველოს” ადმინისტრაციის გუნდი მუშაობდა:

“პროცესის შინაარსობრივ ნაწილში არც კომპანია “კოკა-კოლას” და არც ბატონ თემურ ჭყონიას მონაწილეობა არ მიუღიათ.

“მაკდონალდს საქართველოს” მენეჯმენტი იზიარებს დაშვებულ შეცდომას და ბოდიშს უხდის საზოგადოებას”, — წერს კომპანია.

ამავე თემაზე

თემურ ჭყონიას პოზიცია ელტონ ჯონზე წიგნის გამო ატეხილ კამპანიაზე


გარეკანის ფოტოზე: მარცხნივ FB/”მაკდონალდს ჯორჯია”; მარჯვნივ Digest.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი