ახალი ამბები

პრეზიდენტმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

14 ივნისი, 2023 • 874
პრეზიდენტმა ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის, მათი პრობლემების საზოგადოებაში წარმოჩენისათვის, ამ პრობლემებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის ანა გოგუაძე ღირსების მედლით დააჯილდოვა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ანა გოგუაძე მაგალითია იმისა, თუ როგორ არ უნდა დანებდეს ადამიანი გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, დაიცვას საკუთარი თავი და მისი საქმე აკეთოს:

„საჭიროა, მეტი ძალისხმევა და მეტი ხელშეწყობა, იქნება ეს სახელმწიფოსგან თუ საზოგადოებისგან. ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამას ძალიან დიდი შედეგი აქვს. პირველ რიგში, შედეგი მოაქვს პიროვნებების აქტივობას. წინა წლებში, სხვა სისტემაში, ყველაფრის მოლოდინი სახელმწიფოსგან იყო, დღეს კი თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანების აქტივობას.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მეძლევა შესაძლებლობა, დავაჯილდოო ანა გოგუაძე, რომელიც არის მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა დანებდე, გარე ბარიერებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი და აკეთო შენი საქმე“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ანა გოგუაძის დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი