ახალი ამბები

ასპინძაში მდინარე მტკვარში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

10 ივნისი, 2023 • 1583
ასპინძაში მდინარე მტკვარში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

ასპინძაში მდინარე მტკვარში ჩავარდნილი მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ცხედრის პოვნის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც ადგილობრივი მედია Sknews.ge წერს, ბავშვები ე.წ. ერეკლეს ნახიდართან, მდინარეში ბანაობდნენ, რა დროსაც ერთ–ერთ მათგანს ფეხი გაუცურდა, წყალში ჩავარდა და დინებამ გაიტაცა.

მოზარდს მაშველები გუშინ, 9 ივნისის საღამოდან ეძებდნენ და ცხედარი დღეს, 10 ივნისს, დილით იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი