ახალი ამბები

პაპუაშვილი კახოვკის ჰესის აფეთქებას ტვიტერზე ეხმაურება

6 ივნისი, 2023 • 1782
პაპუაშვილი კახოვკის ჰესის აფეთქებას ტვიტერზე ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება კახოვკის ჰესის აფეთქებას.

განცხადებაში, რომელიც პაპუაშვილმა ტვიტერზე გაავრცელა, ასევე მონიშნულია უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, რუსლან სტეფანჩუკი.

„დნიპროზე კახოვკის ჰესის აფეთქება უკრაინაში რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო და კატასტროფული შედეგია. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს სისასტიკე, რომელიც არ ცნობს საზღვრებსა და უარყოფითად ზემოქმედებს ყველაზე – როგორც რეგიონში, ასევე მის მიღმა“, – ამბობს პაპუაშვილი და მოუწოდებს ევროკავშირსა და სხვებს, რათა კატასტროფის შედეგების შემსუბუქებაში ჩაერთონ.


ნოვა კახოვკას კაშხალი 6 ივნისის დილის საათებში ააფეთქეს. უკრაინის ცნობით, აფეთქება რუსეთმა მოაწყო. მოსკოვი კი აფეთქებაში კიევს სდებს ბრალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი