ახალი ამბები

ზურაბიშვილი: რუსეთს აქეზებს საკუთარი იმპერიალისტური ბუნება და არა — ნატოს გაფართოება

31 მაისი, 2023 • 858
ზურაბიშვილი: რუსეთს აქეზებს საკუთარი იმპერიალისტური ბუნება და არა — ნატოს გაფართოება

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მსოფლიოში ყველაზე დიდმა ქვეყანამ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც აქვს საზღვრები.

მისი თქმით, რუსეთის აგრესიას კვებავს დათმობა და არა — შეუპოვრობა.

„დაშოშმინების პოლიტიკას არასდროს არსად უმუშავია. ევროკავშირის ან ნატოს გაფართოება არასდროს წარმოადგენდა საფრთხეს და აგულიანებდა რუსეთის აგრესიის წამოსაწყებად. ეს არის რუსეთის საკუთარი დაუძლეველი იმპერიალისტური ბუნება“, — განაცხადა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ თუ რამე აქეზებს რუსეთს აგრესიის დასაწყებად, ეს არის [დასავლეთის] ყოყმანი გადაწყვეტილების მიღების დროს.

სალომე ზურაბიშვილმა ამ კონტექსტში გაიხსენა რუსეთის აგრესიის მიმართ არასათანადო რეაგირება საქართველოში 2008 წელს და უკრაინაში 2014 წელს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე 30 მაისს გამართული დისკუსიისას რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზად“ ნატოს გაფართოება დაასახელა.

ღარიბაშვილმა უკრაინაში ომის “ერთ-ერთ მიზეზად” ნატოს გაფართოება დაასახელა

მასალების გადაბეჭდვის წესი