საქართველოს რკინიგზამ მგზავრებს, დამოუკიდებლობის დღე მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ ყველა მატარებელში მიულოცა.
დამოუკიდებლობის თემაზე მომზადებული სახალისო ვიქტორინის გამარჯვებულებს, კომპანიამ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. დაჯილდოვდნენ ის იღბლიანი მგზავრებიც, რომლებმაც ბილეთი 26-ე ადგილზე შეიძინეს.
26 მაისს, 17 საათსა და 10 წუთზე, სწორედ იმ დროს, როდესაც 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი გამოცხადდა, რკინიგზის სამგზავრო მატარებლებსა და სადგურებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.