ახალი ამბები

“თავისუფლება არის მთავარი” – ზურაბიშვილი გვარამიაზე

26 მაისი, 2023 • 2547
“თავისუფლება არის მთავარი” – ზურაბიშვილი გვარამიაზე

„პოზიცია არის, რომ თავისუფლება არის მთავარი“, – ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამის შესახებ დასმულ კითხვას.

ზურაბიშვილს ჟურნალისტმა პრეზიდენტის ადმინსტრაციასთან დაგეგმილ აქციაზე დაუსვა კითხვა და ჰკითხა, ხომ არ შეიცვალა პოზიცია ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით.

კითხვაზე შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას, სალომე ზურაბიშვილმა არ უპასუხა.

ხვალ, 27 მაისს, 18:00 საათზე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი