ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ფაშინიანი და ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

26 მაისი, 2023 • 1102
ფაშინიანი და ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები, პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განცხადებებით ულოცავენ.

ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის სახელზე გაგზავნილ წერილებში აცხადებს, რომ “საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია” და რომ “სომხეთი ყოველთვის იქნება საქართველოს საიმედო მეზობელი და მეგობარი”.

პრეზიდენტი ალიევი სალომე ზურაბიშვილისადმი მისალოც წერილში, საკუთარი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით ულოცავს “მეგობარ საქართველოს” 26 მაისს.

“ამჟამინდელი ურთიერთობები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მეგობრულ, კეთილმეზობლურ და ჰარმონიულ გარემოში ცხოვრებით არის განპირობებული, კმაყოფილებას იწვევს. ჩვენი ერების ურთიერთმხარდაჭერა და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ერთობლივი ფართომასშტაბიანი პროექტები ის ძირითადი ფაქტორებია, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მოკავშირეობას განსაზღვრავს”, – წერს ალიევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი