ახალი ამბები

ნატო საქართველოსგან სანქციების დაცვას ელის

24 მაისი, 2023 • 911
ნატო საქართველოსგან სანქციების დაცვას ელის

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ იმ დემოკრატიული ფასეულობების დაცვა, რომლისაც ალიანსს სჯერა.

„ჩვენ ასევე ველით, რომ ნატოს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და არ გაუადვილებენ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე „გზა ვილნიუსისკენ“, საქართველოზე საუბრისას.

სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის აგრესია მეზობლების მიმართ 2014 წელს უკრაინაში არ დაწყებულა, არამედ სულ მცირე, 2008 წელს საქართველოში შეჭრით დაიწყო და დასავლეთის იმედი ცივი ომის შემდეგ რუსეთთან უკეთესი, მეგობრული ურთიერთობების აშენების შესახებ ჩავარდა.

„რუსეთს სურს, აღადგინოს გავლენის სფეროები მეზობლების გასაკონტროლებლად. ეს არ არის ის სამყარო, რომელშიც ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბევრ მეზობელს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას და ვარშავის პაქტის წევრებს, არ ექნება დამოუკიდებლობა“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი