კასპში გაჩერებულ მიკროავტობუსს მოძრავი მიკროავტობუსი შეეჯახა. შემთხვევა დღეს, 22 მაისს, მოხდა.
როგორც ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ავარიის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. მათგან 2 დაშავებული „გორმედში“ გადაიყვაეს, 6 კი „მედალფაში“.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.