ახალი ამბები

ხონში ძაღლს, რომელმაც ორი ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა

22 მაისი, 2023 • 1252
ხონში ძაღლს, რომელმაც ორი ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა

ხონში ძაღლს, რომელმაც ორი ბავშვი დაკბინა ცოფი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.

როგორც ცენტრში აცხადებენ, არსებული ინფორმაციით, ძაღლმა ხონის მუნიციპალიტეტში ორი ბავშვი დაკბინა, კიდევ 2 ადამიანი კი ცხოველთან ახლო კონტაქტში იყო. ხონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

ხონში დადასტურებული ცოფის ფაქტი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წელს ვირუსის გავრცელების პირველი შემთხვევა არაა. ცოფის 3 შემთხვევა მანამდე ამბროლაურში, შემდეგ კი მარტვილში გამოვლინდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი