ახალი ამბები

ონკლოგიური მედიკამენტების სრულად დაფინანსებას ვგეგმავთ — აზარაშვილი

18 მაისი, 2023 • 1381
ონკლოგიური მედიკამენტების სრულად დაფინანსებას ვგეგმავთ — აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა გეგმავს, ონკოლოგიურ მედიკამენტების დაფინანსების 25 000-ლარიანი ლიმიტი გააუქმოს.

ამის შესახენ მან დღეს, 18 მაისს, პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, მთავრობა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს მედიკამენტების მწარმოებლებთან, რაც საშუალებას მიცემთ, რომ ონკოპაციენტებს მედიკამენტები სრულად დაუფინანსონ.

„ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტებისთვის ჩვენ დავიწყეთ პირდაპირი კომუნიკაცია მწარმოებლებთან. ჩემი მოადგილე იყო უკვე შვეიცარიაში ორ შესაბამის მწარმოებელთან, სადაც პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე ჩვენ უკვე მომავალი თვიდან გვექნება ამ კომპანიასთან პირდაპირი კონტრაქტები.

ჩვენი გათვლებით, 40%-დან 50%-მდე დაზოგავს სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებზე გადასახდელ ფასს. შესაბამისად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ონკლოგიურ მედიკამენტებზე დაწესებული 25 000-ლარიანი ლიმიტი საერთოდ გავაუქმოთ და სრულად უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მედიკამენტებით დაკმაყოფილება“, — განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი