ახალი ამბები

19 აპრილის შეთანხმება ანომალია იყო, ღია მცდელობა, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება – კობახიძე

16 მაისი, 2023 •
19 აპრილის შეთანხმება ანომალია იყო, ღია მცდელობა, რომ შეცვლილიყო ხელისუფლება – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე 19 აპრილს შეთანხმებას „ანომალიას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიზანი ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლა იყო.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

„19 აპრილის შეთანხმებაც თავიდან ბოლომდე იყო ანომალია. ეს იყო უხეში და ღია მცდელობა, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ შეცვლილიყო ხელისუფლება, ანომალიაც არ იყო. ეს არის ის სახელი, რაც უნდა დაერქვას ძალიან ღიად 19 აპრილის შეთანხმებას. სწორედ ამიტომ ანულირების შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ აღარასდროს ასეთ შეთანხმებას აღარ მოვაწერთ ხელს, ანომალიაზე აღარასდროს წავალთ. რაც უფრო მეტად მიიღებ ანომალიას, მით უფრო მეტად მოგახვევენ თავს ახალ-ახალ ანომალიებს, ამიტომ ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში ანომალიებზე უარი უნდა ითქვას. კონკრეტულად, ცესკოსთან დაკავშირებული ანომალიის მიზანიც იყო საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ ცესკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებებაზე ისაუბრა, რომელსაც მმართველი გუნდი აპირებს. მისი თქმით, სწორედ ცესკოსთან დაკავშირებული ჩანაწერის გამო თქვა „ქართულმა ოცნებამ“ უარი აპრილის შეთანხმების პირველად ვერსიაზე ხელის მოწერა.

„მთავარი მიზეზი, რატომაც ჩვენ უარი ვთქვით 31 მარტს, შემდეგ აპრილის შეთანხმების, ანუ პირველადი ვერსიის ხელმოწერაზე, იყო სწორედ ცესკო-სთან დაკავშირებული ჩანაწერი, რადგან აქ ხელისუფლების აყირავება იყო გარანტირებული. შავით თეთრზე ეწერა, რომ ხელისუფლების აყირავების არალეგიტიმური ბერკეტი ენიჭებოდა ოპოზიციას. ეს პირდაპირ შავით თეთრზე ეწერა პირველად ვერსიაში, რომელიც იყო შემოთავაზებული. შემდეგ ეს დაკორექტირდა. ჩვენ პრინციპულად მოვითხოვეთ ჩიხიდან გამოსვლის მექანიზმი და საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ჩაიწერა 19 აპრილის შეთანხმებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი