ახალი ამბები

„ახლა“ — სამოქალაქო საზოგადოება ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

16 მაისი, 2023 •
„ახლა“ — სამოქალაქო საზოგადოება ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კამპანიას იწყებს

კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ კამპანიას იწყებს.

კამპანიის მიზანია, წარმოაჩინოს, თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით. კამპანია აჩვენებს, თუ რამდენად სწრაფად და თვალსაჩინოდ შეიცვალა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკეთესობისკენ იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირს შეუერთდნენ.

“სიკეთეების მისაღებად, ახლა მოქმედების დროა. მოითხოვე რეფორმები დაპირებების ნაცვლად”, – ასეთია კამპანიის ძირითადი ლოზუნგი.

კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები აერთიანებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს და საინფორმაციო პლატფორმით შესაძლებლობას აძლევს, ხელისუფლებისგან მოითხოვონ, არ გაუშვან ხელიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების შანსი.

კამპანია “ახლა” როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ბილბორდებზე, ავტობუსებსა და მეტროში ბანერების განთავსებით აპრილში დაიწყო.

კამპანია USAID-ის მიერ დაფინანსებული Zinc Network-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება

მასალების გადაბეჭდვის წესი