ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ერგნეთთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

15 მაისი, 2023 • 707
საოკუპაციო ძალებმა სოფელ ერგნეთთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დაკავება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.

სუს-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული “ცხელი ხაზი”. უწყების განცხადებით, ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“ — აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი