რუსეთის ქალაქ ნოვოსიბირკში სკოლის სამი მოსწავლე დააპატიმრეს – მათ რკინიგზაზე დივერსიის ჩადენას ედავებიან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი წინასწარ პატიმრობაში ორ თვეს გაატარებენ, იუწყება „რია ნოვოსტი“.

ყველა მათგანის საქმე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 281-ე მუხლით და თუკი ისინი დამნაშავეებად ცნეს, მათ ათიდან ოც წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გამოძიების ვერსიით, მოზარდებმა სარელეო კარადას წაუკიდეს ცეცხლი.