ახალი ამბები

მოსკოვთან ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს

15 მაისი, 2023 • 668
მოსკოვთან ელექტროგადამცემი ხაზები დანაღმეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ კლიმოვსკში [54 კმ მოსკოვიდან] ელექტროგადამცემი ხაზების ბურჯები დანაღმეს – იუწყება სახელისუფლებო სააგენტო „ტასი“ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.

მომხდართან დაკავშირებით ამ ეტაპზე სხვა დეტალები არ ხმაურდება.

ბოლო კვირებში, გახშირდა ცნობები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ელექტროგადამცემ ხაზებთან აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ.

ამჟამად ადგილზე მუშაობენ გამნაღმველები და უშიშროების ფედერალური სამსახურის [ფსბ] თანამშრომლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი