ახალი ამბები

ვრცელდება „ფეიკ ნიუსი“ სოროსის გარდაცვალებაზე

15 მაისი, 2023 • 2138
ვრცელდება „ფეიკ ნიუსი“ სოროსის გარდაცვალებაზე

„ტვიტერში“ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის გარდაცვალების შესახებ.

თავდაპირველად, არც ერთ ავტორირეტულ და სანდო საერთაშორისო თუ ამერიკულ მედიასაშუალებაში ეს ცნობა არ დასტურდებოდა, მოგვიანებით კი თავისი გარდაცვალების ფაქტი სოროსმაც უარყო.

უცნობია, კონკრეტულად ვინ და როდის გაავრცელა „ფეიკი“. თუმცა, „ტვიტერში“ ძებნისას ყველაზე პოპულარული პოსტის [მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის – თითქმის მილიონი ნახვა] თანახმად, ინფორმაციის პირველწყაროა Politics For All Ireland.

აღწერის მიხედვით, Politics For All Ireland მედიასაშუალებაა, მაგრამ მათ თებერვლიდან არ დაუდიათ არც ერთი პოსტი და არც ვებ-გვერდი გაქვთ. ცნობებს სოროსის გარდაცვალების შესახებ „ტვიტერშივე“ ავრცელებენ მემარჯვენე შეხედულებების მომხმარებლები.

„გუგლის“ საძიებო სისტემა არ იძლევა არც ერთ შედეგს, რომელშიც ავტორიტეტული მედიასაშუალება ადასტურებს სოროსის სიკვდილს. ძებნა „ნეტგაზეთმა“ განახორციელა ინგლისურ ენაზე [Soros died/Soros dead – სოროსი გარდაიცვალა].

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი