ახალი ამბები

FB-ზე მეგობრობის თხოვნის ხარვეზი მხოლოდ ანდროიდს ეხება

12 მაისი, 2023 • 2536
FB-ზე მეგობრობის თხოვნის ხარვეზი მხოლოდ ანდროიდს ეხება

„ფეისბუქის“ ქართველი მომხმარებლები იტყობინებიან პროგრამულ ხარვეზზე: იმ მომხმარებლის პროფილზე გადასვლისას, რომელიც თქვენს მეგობრებში არ არის, სისტემა მეგობრობის თხოვნას ავტომატურად აგზავნის.

„ნეტგაზეთის“დაკვირვებით, ხარვეზი მართლაც არსებობს, ხოლო ავტომატურად გაგზავნილი თხოვნის დადასტურების შემთხვევაშიც კი, მომხმარებელი სხვისი მეგობარი არ ხდება.

თუმცა ხარვეზი არსებობს მხოლოდ „ანდროიდის“ საოპერაციო სისტემაზე მომუშავე მოწყობილობებზე. „აიფონებისა“ და პერსონალური კომპიუტერების შემთხვევაში მსგავსი ხარვეზი არ დაფიქსირდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი