ახალი ამბები

დღეს შარლ მიშელი საქართველოს მიმართავს

9 მაისი, 2023 • 1588
დღეს შარლ მიშელი საქართველოს მიმართავს

დღეს, 9 მაისს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს

როგორც ცნობილია, დღეს, 21:00 საათზე, ათონელის ქუჩაზე, პრეზიდენტის ინიციატივით, ევროპის დღესთან დაკავშირებით გაიმართება კონცერტი „ევროპისათვის“. შარლ მიშელის ვიდეო-მიმართვაც სწორედ ამ დროს იგეგმება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დღესვე მოსახლეობას მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი