ახალი ამბები

9 მაისის სამხედრო აღლუმი რუსეთის 24 ქალაქში გააუქმეს

9 მაისი, 2023 •
9 მაისის სამხედრო აღლუმი რუსეთის 24 ქალაქში გააუქმეს

რუსეთის 24 ქალაქში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 9 მაისის სამხედრო აღლუმი არ ჩაეტარებინა. ბოლოს აღლუმზე უარი კურგანსა და ნოვოჩერკასში თქვეს, იტყობინება დამოუკიდებელი გამოცემა „ვერსტკა“.

ნაციზმის გამარჯვებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გაუქმებას აქამდე რუსული ხელისუფლება ხსნიდა სურვილით, არ მოეხდინა მოწინააღმდეგის [უკრაინის] პროვოცირება. მოსკოვშიც კი გაუქმდა „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა.

თუმცა მოსკოვში აღლუმი მაინც შედგება. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გარდა, მას ეწვევიან სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ლიდერები. მოსკოვში იმყოფება ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

ერთ-ერთი უჩვეულო რამ წლევანდელ აღლუმთან დაკავშირებით ტელეეთერებში მისთვის გამოყოფილი დროა – 40 წუთი, რაც ჩვეულებრივზე ნაკლებია. პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ აღლუმის პროგრამაში არაფერია შეცვლილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი