ახალი ამბები

თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია დროებით უფასო ხდება

7 მაისი, 2023 • 1582
თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია დროებით უფასო ხდება

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებით, მოქალაქეებს შინაური ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაცია ერთი თვის განმავლობაში თბილისში უფასოდ შეეძლებათ. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა დღეს, 7 მაისს ისაუბრა.

მისი თქმით, ცხოველების სტერილიზაცია-კასტრაციის ჩატარება უფასოა, თუმცა მოქალაქეებს მოუწევთ რეგისტრაციის თანხის გადახდა, რაც 19 ლარს შეადგენს. კობიაშვილის ინფორმაციით, ამისთვის მეპატრონეებმა ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში უნდა მიიყვანონ, რომელიც ვარკეთილში, თვალჭრელიძის #45-ში მდებარეობს.

ცხოველების უფასო სტერილიზაცია-კასტრაცია სააგენტოს კამპანიის ნაწილია, რომელიც საწყის ეტაპზე საცდელად ერთ თვეს გასტანს და რომლის მიზანიც ცხოველების რეგისტრაციისა და სტერილიზაცია-კასტრაციის წახალისებაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი