ახალი ამბები

პუტინი 9 მაისს ტრადიციულ მიღებას არ გამართავს

5 მაისი, 2023 • 1791
პუტინი 9 მაისს ტრადიციულ მიღებას არ გამართავს

მეორე მსოფლიო ომში გერმანიასთან გამარჯვების დღისთვის, 9 მაისისთვის მიძღვნილი ტრადიციული მიღება არ გაიმართება, უთხრა „რია ნოვოსტის“ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

როგორც წესი, 9 მაისს პუტინი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ხვდებოდა, სიტყვით გამოდიოდა და ჯილდოებს გადასცემდა.

ბოლო ასეთი მიღება 2019 წელს შედგა. 2020 და 2021 წლებში  კორონავირუსის, ხოლო 2022-ში – უკრაინაში მიმდინარე ომის გამო არ ჩატარდა.

გარდა ამისა, რუსეთის ბევრ ქალაქში (თუმცა არა მოსკოვში) გააუქმეს ტრადიციული აღლუმი, ხოლო ყველა ქალაქში – „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი