“კავკასიის საინვესტიციო გამოფენაზე”, რომელიც რუსეთის ქალაქ მინვოდში 3-4 მაისს ჩატარდა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელის პარალელურად, ბუნებრივი ქვები წარმოადგინა.

“დღეს სულ უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევთ ჩვენს ბუნებრივ რესურსებს, აქ გამოტანილი გვაქვს განსაკუთრებით ძვირფასი ბუნებრივი ქვები”, – ციტირებს დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევს ეხოკავკაზა.

ამასთან, ალან გაგლოევმა ისაუბრა  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში არსებულ ტყვიის დიდ მარაგებზე, როგორც რუსეთში გასატან მთავარ საექსპორტო საქონელზე.