ახალი ამბები

ლონდონი-თბილისი და 4 სხვა მიმართულება – აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებას იწყებს

5 მაისი, 2023 • 2854
ლონდონი-თბილისი და 4 სხვა მიმართულება – აეროპორტების გაერთიანება მოლაპარაკებას იწყებს

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, USAID-თან ერთად ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა ხუთი საუკეთესო პოტენციური მიმართულება, როემლიც საქართველოსთვის მომგებიანი იქნება.

ქარქაშაძის თქმით, რამდენიმესთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია „და აქედან რამდენიმე მიმართულება დადასტურდა“.

„პროექტის ფარგლებში მოხდა საქართველოს საავიაციო ბაზრის შეფასება, გამოვლინდა საუკეთესო პოტენციური 5 მიმართულება თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში და ის ძირითადი ავიაკომპანიები, რომელთაც მოლაპარაკებების პროცესში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ბიზნეს- შეთავაზებებს გაუკეთებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის პრეს-რელიზში.

ხუთი მიმართულება, რომელზეც საუბარი მიდის, შემდეგია:

  • ლონდონი-თბილისი,
  • დელი-თბილისი,
  • ბრიუსელი-თბილისი,
  • სტამბული-ქუთაისი
  • ჯედა/რიადი-ქუთაისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი