ახალი ამბები

FSB: უკრაინას რუსეთში ბომბები საქართველოს გავლით შეჰქონდა

3 მაისი, 2023 • 1748
FSB: უკრაინას რუსეთში ბომბები საქართველოს გავლით შეჰქონდა

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური [იგივე ეფ-ეს-ბე-ს] აცხადებს, რომ უკრაინას თურქეთისა და საქართველოს გავლით რუსეთში ასაფეთქებელი საშუალებები შეჰქონდა.

რუსული მხარის ცნობით, ბომბის ნაწილებს ელექტროგამათბობლებში მალავდნენ. რუსეთი ირწმუნება, რომ ასაფეთქბელი მოწყობილობა დიდ ბრიტანეთშია დამზადებული. ის რუსეთში ბულგარეთიდან შეჰქონდათ თურქეთისა და საქართველოს გავლით.

ეფ-ეს-ბე-ს ვერსიით, უკრაინა აპირებდა რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ტერაქტები მოეწყო. უწყების თქმითვე, გამოძიების ფარგლებში ამოიღეს 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, საქმეზე დაკავებულია 7 ადამიანი.

„ეფესბე“ ირწმუნება, რომ ქსელს ასაფეთქებელი ბომბები მანქანებით გადაჰქონდა. ამაში კი, რუსული მხარის თანახმად, მონაწილეობდნენ რუსეთის ის მოქალაქეებიც, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობენ.

ნეტგაზეთი კომენტარის მიღებას ცდილობს საქართველოს შესაბამისი უწყებებისგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი