ახალი ამბები

გრიგორიადისისა და აკოფაშვილის პროცესების პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

1 მაისი, 2023 • 879
გრიგორიადისისა და აკოფაშვილის პროცესების პარალელურად სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც დღეს ლაზარე გრიგორიადისისა და თორნიკე აკოფაშვილის საქმეები უნდა განიხილონ, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მხარდაჭერას უცხადებენ გრიგორიადისსა და აკოფაშვილს და ამბობენ, რომ მათი სასამართლო პროცესები პოლიტიკურად მოტივირებულია. კერძოდ, ახალგაზრდების დასჯას ემსახურება. 

21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება თორნიკე აკოფაშვილს, აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება. სისხლის სამართლის ეს მუხლი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წაიკითხეთ ვრცლად:

8-9 მარტის აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ მათი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ

 

მასალების გადაბეჭდვის წესი