ახალი ამბები

კალაძე “უცნობის” აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის

1 მაისი, 2023 • 922
კალაძე “უცნობის” აქციის მონაწილეებს მადლობას უხდის

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება გიორგი გაჩეჩილაძის, იგივე “უცნობის” გუშინდელ აქციას და აცხადებს, რომ იქ მისული იყვნენ “მშვიდობისა და ქვეყნის წარმატების მოსურნე” ადამიანები, რისთვისაც მადლობას უხდის. ამის შესახებ მის განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

“აქციას ჰყავდა თავისი ორგანიზატორები, ძალიან ბევრი ადამიანი იყო გამოსული. ვისთვისაც მშვიდობა მნიშვნელოვანია, ვისთვისაც სამშობლო არის უპირველეს ყოვლისა. მინდა, ყველა იმ ადამიანს გადავუხადო მადლობა, ვინც გამსჭვალულია პატრიოტიზმით, ვისაც უხარია ჩვენი ქვეყნის წარმატება, ეკონომიკური განვითარება. მშვიდობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ გადავხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრია შემოტევა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ და ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მოხდეს“, – განაცხადა მან.

გუშინ, 30 აპრილს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა მომღერლისა და პოლიტიკოსის – უცნობის აქცია. აქციას სახელად ერქვა „მოვდივარ“.

ამავე თემაზე გირჩევთ:
ავტობუსები, რომლებმაც უცნობის აქციაზე ხალხი ჩამოიყვანა, ბასლეინზე დააპარკინგეს

მასალების გადაბეჭდვის წესი