მიკროავტობუსები, რომლებმაც რეგიონებიდან უცნობის აქციაზე მოქალაქეები ჩამოიყვანეს, რამდენიმე საათის განმავლობაში „ბასლეინებზე“ დააპარკინგეს.
„ბასლეინები“ ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სავალი ზოლია, სადაც მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძლია. მასზე პარკინგი აკრძალულია.

მიკროავტობუსები ბასლეინზე. ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი
დღეს 30 აპრილს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მომღერლისა და პოლიტიკოსის – უცნობის აქცია გაიმართა. აქციას სახელად „მოვდივარ“ ერქვა. აქციისთვის მოქალაქეები რეგიონებიდან ჩამოიყვანეს, ქალაქში, განსაკუთრებით მოედნის ირგვლივ ათობით მიკროავტობუსი იდგა.
ნეტგაზეთმა კითხვებით მიმართა თბილისის მერიას. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.








