ახალი ამბები

2023-ის 4 თვეში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2019-ზე 34%-ით მეტია — სააგენტო

1 მაისი, 2023 • 633
2023-ის 4 თვეში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2019-ზე 34%-ით მეტია — სააგენტო

დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებით, 2023 წლის 4 თვეში დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა და 2019 წლის რეკორდულ მონაცემს 34%-ით გადააჭარბა.

სააგენტოს განცხადებით, საუბარია 4 ყველაზე პოპულარულ დაცულ ტერიტორიაზე, რომელსაც მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში, ჯამში, 48 415 ვიზიტორი ესტუმრა.

უწყების განცხადებით, 2023 წლის 4 თვეში სათაფლიას სტუმრობდა 94%-ით მეტი ვიზიტორი, ოკაცეს კანიონს- 44%-ით, მარტვილის კანიონს- 30%-ით, ხოლო პრომეთეს მღვიმეს- 21%-ით მეტი, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში:

„აღნიშნულ დაცულ ტერიტორიებზე საგრძნობლად არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც, რომელთა შორის ჭარბობს სტუმრები პოლონეთიდან, ინდოეთიდან, ლატვიიდან, რუსეთიდან და ყაზახეთიდან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნებას, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებაში, რაც პოზიტიურად ისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე“, — ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი