ახალი ამბები

ოჯახში ძალადობის ბრალდებით რენატა ბეგიაშვილის ქმარი დააკავეს

27 აპრილი, 2023 • 1476
ოჯახში ძალადობის ბრალდებით რენატა ბეგიაშვილის ქმარი დააკავეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს რენატა ბეგიაშვილის ქმარი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა 22 აპრილს ქალზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში მიაყენა დაზიანებები.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 25 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126  პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

უწყების თქმით, პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


24 აპრილს რენატა ბეგიაშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოსთან ერთად, ქალი ყვებოდა, რომ მასზე ქმარმა იძალადა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო ქალზე ძალადობის საჯარო განცხადებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი