ახალი ამბები

ჩეხმა მინისტრმა სერგეი ლავროვს „კლოუნი“ უწოდა

26 აპრილი, 2023 • 839
ჩეხმა მინისტრმა სერგეი ლავროვს „კლოუნი“ უწოდა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი რუსი კოლეგის, სერგეი ლავროვის განცხადებას პასუხობს – მას „კლოუნს“ უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ხელისუფლება ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს.

„კლოუნი ლავროვის გამონათქვამები ჩვენს პრეზიდენტზე უბრალოდ სასაცილოა. რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მისი ხელმძღვანელობა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა წარდგეს“, – დაწერა ლიპავსკიმ „ტვიტერში“.

უცნობია, ლავროვის კონკრეტულად რომელი განცხადება იგულისხმა ლიპავსკიმ. თუმცა ცოტა ხნის წინ რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ჩეხეთის პრეზიდენტის ნეგატიური რეაქცია ჩინეთის შესაძლო შუამავლობაზე მოსკოვსა და კიევს შორის „არ შეესაბამება პოლიტიკურ ნორმებს“.

მასალების გადაბეჭდვის წესი