ახალი ამბები

სააპელაციოს გადაწყვეტილების შემდეგ ჯიღაურაში ცემენტის ქარხნის დემონტაჟი დაიწყო

25 აპრილი, 2023 • 2416
სააპელაციოს გადაწყვეტილების შემდეგ ჯიღაურაში ცემენტის ქარხნის დემონტაჟი დაიწყო

საგურამოსთან ახლოს, სოფელ ჯიღაურაში, უკანონოდ აშენებული ცემენტის ქარხნის დემონტაჟი დაიწყო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ადგილობრივებმა დაუდასტურეს.

საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე ათეულ მეტრში ცემენტის ქარხნის ფუნქციონირებას ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად აპროტესტებდა. მათი თქმით, ქარხანამ გაუსაძლისი გახადა.ჯიღაურაში ცხოვრება, რომელიც ბოლო წლებში ძვირადღირებულ სააგარაკე სივრცედ იქცა.

ქარხნის დემონტაჟი მფლობელს მცხეთის მერიამ დაავალა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნების“ შემწირველმა, რომელსაც ქარხანა ეკუთვნის, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლომ, თავის მხრივ, არსებითი განხილვის დასრულებამდე დემონტაჟის გადაწყვეტილება შეაჩერა, თუმცა საბოლოოდ ქარხნის მფლობელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, ჯიღაურაში მდებარე ცემენტის ქარხანა ფუნქციონირებას მაინც აგრძელებდა. მესაკუთრემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, თუმცა დავა მეორე ინსტანციაშიც წააგო.

ჯიღაურაში მცხოვრებთა პრობლემაზე სტატია ნეტგაზეთმა მიმდინარე წლის 16 მარტს მოამზადა:

„კატასტროფა ხდება“ – „ოცნების“ შემწირველის ცემენტის უკანონო ქარხანა ჯიღაურაში

მასალების გადაბეჭდვის წესი