ახალი ამბები

ვიოლა ფონ კრამონი: „ოცნების“ ანტიევროპული კამპანია ჩაფლავდა

25 აპრილი, 2023 • 1079
ვიოლა ფონ კრამონი: „ოცნების“ ანტიევროპული კამპანია ჩაფლავდა

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი (მწვანეთა პარტია) ეხმაურება „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) კვლევას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა (89%) ემხრობა საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში.

„სასიამოვნო სიახლე საქართველოდან! „ქართული ოცნების“ და მისი სატელიტების ანტიევროკავშირის კამპანია სასტიკად ჩაფლავდა. ქართველების თითქმის 90% ახლა ევროკავშირის მომხრეა. ეს ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ქართველმა ხალხმა მშვენივრად იცის, ვინ არის ნამდვილი მეგობარი და ვინ — არა!“ ,— წერს ევროპარლამენტარი Twitter-ზე.

IRI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის მხარდაჭერა გაზრდილია 5%-ით (წინა წლის მარტის კვლევასთან შედარებით). გამოკითხულთა 75% სრულად ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 14% – ნაწილობრივ. მოქალაქეთა 77% კი ევროკავშირში გაწევრიანებას იმ შემთხვევაშიც ემხრობა, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაწყვეტას გამოიწვევს. ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ სარგებლად 45% ეკონომიკურ გაძლიერებას ასახელებს.

IRI-ის კვლევა: 45% მთავრობის საგარეო პოლიტიკას მეტწილად ან სრულად პრორუსულად მიიჩნევს

მასალების გადაბეჭდვის წესი