ახალი ამბები

TI: 2022 წელს 18-მა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა

20 აპრილი, 2023 • 883
TI: 2022 წელს 18-მა დეპუტატმა სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“(TI) თანახმად, 2022 წელს პარლამენტის 18-მა წევრმა სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ ისარგებლა.

2022 წელს მდუმარე დეპუტატებიდან 10 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო, 6 – ოპოზიციის, ხოლო 2 უფრაქციო დეპუტატია.

TI-ის თანახმად, ეს დეპუტატები არიან:

  • ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა)
  • ისკო დასენი (უმრავლესობა)
  • გრიგოლ ვაშაძე (უფრაქციო წევრი)
  • აბდულა ისმაილოვი (ოპოზიცია)
  • მანუჩარ კვირკველია (ოპოზიცია)
  • სუმბატ კიურეღიანი (უმრავლესობა)
  • ლევან კობიაშვილი (უმრავლესობა)
  • სამველ მანუკიანი (უმრავლესობა)
  • გოგი მეშველიანი (უმრავლესობა)
  • კობა ნაყოფია (ოპოზიცია)
  • რამაზ ნიკოლაიშვილი (ოპოზიცია)
  • დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა)
  • ბაჩუკი ქარდავა (ოპოზიცია)
  • გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა)
  • ვასილ ჩიგოგიძე (უმრავლესობა)
  • ცეზარ ჩოჩელი (ოპოზიცია)
  • დილარ ხაბულიანი (უფრაქციო წევრი)
  • ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)

მასალების გადაბეჭდვის წესი