ახალი ამბები

კობახიძე: ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

18 აპრილი, 2023 • 1392
კობახიძე: ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას არ განიხილავს და ეს მათი პრინციპული პოზიციაა:

„ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.

საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას დღევანდელ სხდომაზე კენჭი ვერ უყარა. ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება გახდა, რომლის ფარგლებშიც დღის წესრიგში არსებული საკითხების განხილვის შემდეგ, კენჭისყრამდე უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და, შესაბამისად, ვერ შედგა ქვორუმი.

როგორც რეგისტრაციის პროცედურის დაწყებამდე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან ქართველი მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის აქტია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი