ახალი ამბები

ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

13 აპრილი, 2023 • 969
ევროპარლამენტში ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სტრასბურგში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც,პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო, გადაიდო:

„18 აპრილს სტრასბურგში დაგეგმილი საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გადაიდო, სადაც პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უნდა გამოსულიყო“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ვიზიტის გადადების მიზეზს არ განმარტავენ. „ნეტგაზეთი“ აღნიშნულის გასარკვევად ადმინისტრაციის პრესსამსახურთან ცდილობს დაკავშირებას.

რადიო „თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ვიზიტი ქართულმა მხარემ გადადო.

მასალების გადაბეჭდვის წესი