ახალი ამბები

პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

13 აპრილი, 2023 • 1571
პრეზიდენტმა 10 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 10 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეწყალებულთაგან 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პატიმრობისგან. ასევე, 3 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, ხოლო 2 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან.

მასალების გადაბეჭდვის წესი