ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმმა და ნიჟნი ნოვგოროდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

10 აპრილი, 2023 •
სოხუმმა და ნიჟნი ნოვგოროდმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

კრასნოდარისა და ყაზანის შემდეგ, სოხუმმა და რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდმა [ცენტრალური რუსეთი.  ნიჟნი ნოვგოროდი რუსეთში მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებად მიიჩნევა] ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

აფხაზური მედიის ცნობით, თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ნიჟნი ნოვგორდოში 6 აპრილს გაფორმდა, ითვალისწინებს ტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო ტურისტული მიმართულებებისთვის დაგეგმილ ერთობლივ ღონისძიებებს.

სოხუმის ოფიციალური ინფორმაციითვე, სოხუმი და ნიჟნი ნოვგოროდი 2011 წლიდან დაძმობილებული ქალაქები არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი