აფხაზურმა მხარემ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის საკითხზე განცხადება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებშიც გააკეთა.
“აფხაზეთის დელეგაციამ სერიოზული შეშფოთება გამოთქვა საქართველოში უკანასკნელ დროს მომხდარ შიდაპოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საგარეო პოლიტიკურ კონტექსტს იძენს. აღინიშნა, რომ საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენელთა მოწოდებებმა ე.წ. მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით შეიძლება გამოიწვიოს არაპროგნოზირებადი შედეგები და რეგიონში დაძაბულობის ახალი ესკლაციის პროვოცირება”, – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.
“მეორე ფრონტის” თემაზე საქართველოს ხელისუფლება აფხაზურმა მხარემ რამდენიმე დღის წინ შეაქო.
“მიღებული ინფორმაციის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, აღვნიშნოთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, მიუხედავად კოლოსალური ზეწოლისა, ფხიზლად აფასებს სიტუაციას და რუსეთთან “მეორე ფრონტის” გახსნაზე პროვოკაციებს არ ჰყვება”, – ასე გამოეხმაურა აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების სამსახურის უფროსი რობერტ კიუტი მოსკოვის განცხადებას “მეორე ფრონტთან” დაკავშირებით.
