ახალი ამბები

არ მგონია, რომ სანქციები მემუქრებოდეს – სუს-ის უფროსი

6 აპრილი, 2023 •
არ მგონია, რომ სანქციები მემუქრებოდეს – სუს-ის უფროსი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, არ ელის, რომ სანქციებს მასაც დაუწესებენ.

ლილუაშვილის თქმით, მისთვის მნიშნელოვანი ქვეყნის მშვიდობიანი განვითარებაა და რომელ ქვეყანაში არ შეუშვებენ, ეს მეასეხარისხოვანია.

„ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას. არ მგონია, რომ სანქციები მემუქრებოდეს. უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს აშშ და არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გულის დასწყდება.

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რასაც ვემსახურებით, ეს არის ქვეყნის მშვიდობიანი ცხოვრების უზრუნველყოფა, არა ომი, არამედ მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკურ განვითარებას, საქართველოს თითოეული მოქალაქის და მისი ვიზიტორების უსაფრთხოებას. რომელი ქვეყანა შემიშვებს და რომელი არ შემიშვებს, ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.


5 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოში  სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს.

სანქცია გულისხმობს მოსამართლეების — ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ასევე ყოფილი მოსამართლე ვალერიან ცერცვაძისთვის და მათი ოჯახებისთვის აშშ-ში შესვლის აკრძალვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი