აფიშაახალი ამბები

სტეფანო ბოლანი თბილისის ჯაზ-ფესტივალზე

24 აპრილი, 2023 • 844
სტეფანო ბოლანი თბილისის ჯაზ-ფესტივალზე

9-11 მაისს თბილისში გაიმართება რიგით 26-ე ჯაზ-ფესტივალი. 10 მაისს, 21:00 საათზე, სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“  ფორტეპიანოს გენიოსად წოდებული  სტეფანო ბოლანი წარმოადგენს თავის საფორტეპიანო ვარიაციებს როკ-ოპერაზე „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“.

სტეფანო ბოლანი 14 წლის იყო, როცა პირველად ნახა ფილმი „იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი“. მას მაშინვე შეუყვარდა ფილმის მუსიკა, ამბავი, სცენების ატმოსფერო და მრავალმხრივი პერსონაჟები. ბოლანიმ ისწავლა ყველა სიმღერის ტექსტი, თუმცა ვერ გაბედა მათი შესრულება, იგი ზემდეტად უფრთხილდებოდა საწყის მუსიკას. თუმცა იმდენად დიდი იყო მისი სურვილი, შეესრულებინა ის, გადაწყვიტა შეექმნა მისეული, სრულიად თვითმყოფადი ვერსია, რომელიც ძალიან განსხვავებული იქნებოდა ორიგინალისაგან.

ოცდაათი წლის განმავლობაში მრავალფეროვანი მუსიკის შექმნის შემდეგ, ბოლანიმ საბოლოოდ გადაწყვიტა ჩაეწერა თავისი ვერსია ენდრიუ ლოიდ ვებერის და ტიმ რისის შედევრისა:

„ავირჩიე ფორტეპიანო, რადგან ამ შემთხვევაში სასიყვარული კავშირი არის ჩემსა და როკ-ოპერას შორის, ვიცი, რომ სასიყვარული ურთიერთობა უფრო ფასეულია, როცა ის რჩება ინტიმურად“, -ამბობს იგი.

ლოიდ ვებერისგან გაცემული  ნებართვის შემდეგ, გაეკეთებინა საკულტო ოპერის რეინტერპრეტაცია, თავისუფლად, თუმცა პატივისცემით მიუდგა მას და გააკეთა პირველსაწყისი მელოდიების იმპროვიზაცია.  მუსიკალური ალღო, გაჯერებული ბევრი ჟანრით, სტილითა და კავშირებით, იყო ის, რამაც შექმნა მისი  თვითმყოფადი ხელწერა.

კონცერტზე, რომელზეც ბოლანი ასრულებს კომპოზიციებს როკ-ოპერიდან „იესო ქრისტე სუპერვასკვლავი“, განსხვავებით სხვა კონცერტებისგან, სცენაზე გამოდის წინასწარ მომზადებული კომპოზიციათა სიით, რადგან თვლის, რომ ნაწარმოების თხრობითი სტრუქტურა მკაფიოდ დაცული უნდა იყოს, სტრუქტურა – „ყველაზე ამაღელვებელი ამბისა, რომელიც ოდესმე თქმულა“ სიყვარულსა და სიძულვილზე, ერთგულებასა და ღალატზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე. ბოლანის სურვილია, ფორტეპიანომ მოყვეს ამბავი, წარმოშვას  ემოციები და პირველწყაროს მიერ პასუხგაუცემელი კითხვები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი