ახალი ამბები

ნარიშკინი: „დასავლეთი ცდილობს დაარწმუნოს თბილისი, მეორე ფრონტი გახსნას“

5 აპრილი, 2023 • 1197
ნარიშკინი: „დასავლეთი ცდილობს დაარწმუნოს თბილისი, მეორე ფრონტი გახსნას“

დასავლეთი საქართველოს აიძულებს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში შევიდეს და „მეორე ფრონტი“ გახსნას, ირწმუნება რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი.

მისივე თქმით, დასავლეთი არწმუნებს თბილისს, რომ ახლა მოსახერხებელი მომენტია „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტროლის დასაბრუნებლად“.

„ვხედავთ ვაშინგტონის, ბრიუსელის, ლონდონის და სხვა დასავლური დედაქალაქების დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელმძღვანელობა ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნაზე. არწმუნებენ საქართველოს ხელმძღვანელობას, რომ ახლა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონტროლის დასაბრუნებლად მოსახერხებელი მომენტია“, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, მეორე ფრონტის გახსნით დასავლეთს უკრაინის დახმარება სურს.

„ხედავენ, რომ ბრძოლის ველზე ვითარება უკრაინის სასარგებლოდ არაა“, – ამბობს ნარიშკინი.

ნარიშკინი – რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და სახელმწიფო დუმის ყოფილი თავმჯდომარე – არაა პირველი რუსი მაღალჩინოსანი, რომელიც საქართველოს პოზიციას აქებს. თებერვალში სერგეი ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება შეაქო.

კონსპირაცია „მეორე ფრონტის“ შესახებ, რომლის გახსნაც საქართველოში „ომის გლობალურ პარტიას“ სურს, აქტიურად ტირაჟირდება „ქართული ოცნების“ მიერ.

ამ თემაზე გირჩევთ:

3 არგუმენტი, რატომ არ სჭირდება დასავლეთს II ფრონტი საქართველოში | მარტივად ახსნილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი