ახალი ამბები

ივანიშვილის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა – „ფორბსი“

5 აპრილი, 2023 • 1241
ივანიშვილის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა – „ფორბსი“

2022 წელთან შედარებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 100 მილიონი დოლარით გაიზარდა და 4,9 მილიარდი დოლარი შეადგინა. ასეთია „ფორბსის“ შეფასება 5 აპრილის მდგომარეობით.

„ფორბსის“ შეფასებით, ბოლო 10 წელიწადში ივანიშვილის ქონების შეფასება 5 მილიარდის ფარგლებში მერყეობს. ამ ეტაპზე ივანიშვილი მსოფლიოში 545-ე უმდიდრესი ადამიანია.

გამოცემა აგრეთვე ახსენებს ივანიშვილის დავას შვეიცარიულ ბანკ „კრედიტ სუისთან“ – მილიარდერი ბანკს ჯერ მისი თანხების გაფლანგვას, შემდეგ კი კუთვნილი ფულის არგადარიცხვას ედავება.

2021 წლის ინტერვიუში ივანიშვილმა პირობა დადო, რომ ქველმოქმედებას მილიარდ-ნახევარს მოახმარს, ხოლო პირადი მოხმარებისთვის 200 მილიონ დოლარს დაიტოვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი