ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ნატო-ს კარი ღია უნდა იყოს საქართველოსთვისაც.
ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.
„დღეს ჩვენ მივესალმებით ფინეთს, როგორც ალიანსის 31-ე წევრს, რაც ფინეთს გახდის უფრო უსაფრთხოს და ნატოს უფრო ძლიერს. სრულად თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მიზნის მისაღწევად, კარი ღია უნდა იყოს როგორც შვედეთისა და უკრიანისთვის, ასევე საქართველოსა და ბოსნია და ჰერცოგოვინასთვისაც“, – წერს ანა ფოტიგა.
დღეს, 4 აპრილს, ფინეთი ოფიციალურად გახდა ნატო-ს წევრი ქვეყანა.
მეორე მსოფლიო ომის დროიდან ნეიტრალურმა ფინეთმა, მეზობელ შვედეთთან ერთად, ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ გადაწყვიტა.
ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას აჭიანურებდა ოფიციალური ანკარა, თუმცა ცოტა ხნის წინ თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა ფინეთის ნატო-ში გაწევრებას.
ამ თემაზე გირჩევთ: