ახალი ამბები

საქართველოს სტრატეგიული მიზანი აქციეთ „მოლოტოვის კოქტეილად“ – ბოჭორიშვილი

4 აპრილი, 2023 • 890
საქართველოს სტრატეგიული მიზანი აქციეთ „მოლოტოვის კოქტეილად“ – ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მიზანი „მოლტოვის კოქტეილად“ აქციეს. ამის შესახებ მან დღეს, 4 აპრილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„არ წყდება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხის გამოყენება ხელისუფლებისთვის ბრძოლის ინსტრუმენტად ე.წ. პოლიტიკოსების ნაწილის და აქტივისტების მხრიდან. საქართველოს სტრატეგიული მიზანი, რომელიც 2018 წელს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გავამყარეთ, რასაც მოსახლეობის 80%-ზე მეტი ემხრობა და, წესით, პოლიტიკურ სპექტრს ევროპული იდეის გარშემო უნდა აერთიანებდეს, აქციეთ „მოლოტოვის კოქტეილად“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი ყველაზე გაუფასურებულ იარლიყად იქცა და ხელისუფლების ოპონენტებმა ყველაფერს რუსული დაარქვეს. მისი თქმით, სინამდვილეში არც რუსული კანონები არსებობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტი იღებს, არც რუსული ხელისუფლება და არც რუსული ოცნება.

ბოჭორიშვილის თქმით, არც საკნის ნაცვლად საავადმყოფოში განთავსებული მიხეილ სააკაშვილია პუტინის პატიმარი.


21 წლის ლაზარე გრიგორიადისს პროკურატურა „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებისას მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება. მას შვიდიდან თერთმეტ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამ თემაზე გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი