ახალი ამბებირეკლამა

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი-ფოთის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

4 აპრილი, 2023 • 1662
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისი-ფოთის და თბილისი-ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 13,14,15,17 და 18 აპრილს, თბილისი-ფოთი-თბილისის და 14,15,17 და 18 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით, დამატებით რეისებს ნიშნავს.

მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: რკინიგზის ვებ-გვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი