ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს

27 მარტი, 2023 • 1814
აზერბაიჯანი ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას რეინტეგრაციაზე სასაუბროდ იწვევს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყარაბაღში მცხოვრებ სომეხ საზოგადოებას ბაქოში შესახვედრად იწვევს.

“აპრილის დასაწყისში ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ იწვევს ყარაბაღის სომეხი საზოგადოების წარმომადგენლებს, რეინტეგრაციისა და ყარაბაღში ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციის საკითხების განსახილველად”.

აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, პირველი ასეთი შეხვედრა აზერბაიჯანთან “რეინტეგრაციის” საკითხებზე 2023 წლის პირველ მარტს ყარაბაღშივე შედგა, თუმცა ყარაბაღში ეს ინფორმაცია უარყვეს.

2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, როდესაც აზერბაიჯანმა ყარაბაღში გარკვეული ტრეიტორიები დაიკავა [აზერბაიჯანის ვერსიით, დაიბრუნა], აზერბაიჯანული მხარე ყარაბაღის სომეხ მოსახლეობის სთავაზობს აზერბაიჯანის ფარგლებში ინტეგრაციას, რაც სომხური მხარისთვის მიუღებელი პროცესია.

პარალელურად, 100 დღეზე მეტია, აზერბაიჯანულ მხარეს ჩაკეტილი აქვს ყარაბაღელებისთვის ერთადერთი სასიცოცხლო გზა [ლაჩინის დერეფანი], რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, რითაც ადგილობრივ სომეხ მოსახლეობას ჰუმანიტარულ კრიზისში ამყოფებს.

“ყარაბაღის გზის გახსნა რუსი სამშვიდობოების და აზერბაიჯანის ვალდებულებაა”

მასალების გადაბეჭდვის წესი